მხილება უნდა იყოს კეთილსინდისიერი და ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას.

მხილება უნდა იყოს კეთილსინდისიერი და ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას.

მხილება არის საჯარო მოსამსახურის ან ყოფილი საჯარო მოსამსახურის (მამხილებლის) მიერ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმირება საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას.


მხილების მიზანია გამოააშკარაოს და საზოგადოებისათვის ცნობილი გახადოს ნებისმიერი სახის სამართალდარღვევა და საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.


მამხილებელი არის პიროვნება, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საერთო და საზოგადოებრივ ინტერესებზე. მამხილებლის მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.


კორუფციის რისკი მაღალია სწორედ ისეთ საზოგაოდებაში, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მამხილებლების მხარდაჭერა და დაცვა. საჯარო ინტერესების დაცვის, საჯარო სამსახურში სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს მამხილებლის ინსტიტუტი.